პოეზია · ლირიკა
ადრეული ყვავილი
ადრიან გაზაფხულზედათებერვლის მზიან დღეშია,ყვავილმა გამოიხედაგანაპირებულს ტყეშია.ყვავილი იყო ლამაზი,სურნელი, ნამებ-ცვრიანი,გეგონებოდათ: ერთადაშეყრილან ვარდნი, იანი.გადაიშალა ტურფადა,უხვად დაიწყო ფშვინვაო,მზე უგზავნიდა სხივებსა,რას დააკლებდა ყინვაო!გაშალა ნაზი ფურცელი,რაკი მზემ გამიცინაო,აღარ ფიქრობდა საბრალო,თუ მარტი მისდევს წინაო.მარტი ჩამოდგა, გაჯავრდა,ცას წარბი შეაკვრევინადა ნაღვლიანსა ცრემლებიმიწაზე დააღვრევინა.დაადო თოვლი საწყალსა,ზედაც დასწვიმა კიდევა…თუ შეუყვანა დაზრება__ყვავილი ელდით ილევა.თრთის, თანაც ნატრობს შერჩენას,თუნდაღა ერთის ღერისას.არ ჩივის ფურცელთ დაცვივნას,გაალქატებას ფერისას.უძლო და იღონღიალა…მარტი უფრორე სწყრებოდა,ყვავილი მიდგა ყუაზე,ის იყო, სული ხდებოდა!იღბალზე, მარტი გავიდა,სუსხიც თან მოჰყვა ტიალი,მზემ ძალა გამოიჩინა,წაღმა დაიწყო ტრიალი.დღეები გათბა, გაცოცხლდამიდამო მრავალფრთიანი,ენძელამ თავი ამოჰყო,ბუჩქში აჰყვავდნენ იანი.ყველგან გაისმა სიმღერა,გალობა ათასნაირი,უღელზე მეხრის ღიღინი,მეძროხეების შაირი.ამოჩდნენ ახლო-მახლოსაყვავილის ნათესაობა,იმათ საბურავ-საცმელსაეტყობა სხვადასხვაობა…თუმც ყვავილს სითბო იამა,მაგრამ დაწყლულდა გულშია,ვაი-ვაგლახით სულდგმულობსმზის ალერს-სიყვარულშია.დამზრალსა, შეცივებულსასწყენს სითბო, მზისა სხივები,მზე კი კვეხულობს:-გავათბედამზრალი, შენაცივები!
1891 წ.