↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქროს თავთავი

მღვიმელი შიო

2014-08-129 წთ საკითხავი971 ნახვა

—
Iმზე ახლად ამოსულიყონიავი ჰქროდა დილისა;ყველანი წარმომდგარიყვნენ,დრო აღარ იყო ძილისა.პატარა ბიჭიც ყანაში,წელზე თოკშემოვლებული,თავჩაღუნული თავთავებსჰკრეფდა ხელგამალებული.თუმცა მკას მორჩენილიყვნენ,ყანა შეეკრათ ძნებადა,მაინც თავთავი აქა-იქეყარა ასაკრეფადა.კარგა ხნის იყო მოსულიჩვენი პატარა მშრომელი,ჰკრეფდა და ჰკრეფდა თავთავებსერთთავად დაუცხრომელი.მაგრამ ჯერ არა ჰქონდა რა...მზე გორის პირად წვებოდა,დღე ღამედ უნდა ცვლილიყო,ცა ბინდით იბურებოდა.- უჰ! რამოდენა ვეწვალე,დადგა კი მუჭის ტელაო;ნეტამც კი ოქროს თავთავადგადააქცია ყველაო! -ეს თქვა თუ არა, მიწაზეხორბალმა გაიბზრიალა,გადიხსნა, შუაგულიდანგამოძვრა გოგო ცქრიალა.ყაყაჩოს ტანისამოსიტანს ალისფერად ებურა,გვირილის წამოსასხამზერეჰანის ქუდი ეხურა.პაწია იყო გოგონა,ცეცხლის თვალებად ქცეული,მოწყვეტილ ვარსკვლავსა ჰგავდაის დასაქცევი, წყეული.- მე პურის ანგელოზი ვარ, -უთხრა ბავშვს მხიარულადა, -რასაცა ფიქრობ, ყველა ისაგიცხადდება სრულადა, -თუ საღამომდის იქნებიკეთილი, ალერსიანი,გულში შურშეუშვებელი,წყნარი და თავაზიანი;უფრთხილდი, ცუდმა ფიქრებმათავში არ გაგირბინოსო,არც ავმა საქმემ დაგძლიოს,არც სხვა რამ შეგაცდინოსო! -ეს თქვა და გაქრა უეცრად,თითქოს შესხმოდეს ფრთებია;ბავშვი გაოცდა, მადლობისთქმა არც კი გახსენებია:მართლა რომ ოქროს თავთავადგადიქცეს ჩემი ყანაო,რა ბედნიერი ვიქნებიყველგან და ყველასთანაო?!IIთავთავს დაუწყო კვლავ კრეფა,თან ტკბილის ფიქრით ტკბებოდა,აკრიფა მან რამდენიმედა, რადგან გვიანდებოდა,მოკურცხლა სწრაფად შინისკენკუნტრუშ-კუნტრუშით, რბენითა,მიუახლოვდა სოფელსასახეზე ოფლის დენითა.სოფლის ბოლოზე უეცრადმოესმა პაწა გოგოს ხმა,ცხვრებს მიირეკდა შინისკენ,მაგრამ უჭირდა წამოსხმა:ერთს რომ წინ გამოიგდებდა,მეორე უკან რჩებოდა,მთლად ოფლის ხვითქში ცურავდადა მაინც ვერას ხდებოდა.- აბა, რად დაიგვიანა,ახია მაგაზედაო!ვინ იცის, მაგის ლოდინშიშინ ჯავრით კვდება დედაო,და ეგ კი ისევ აქ არისბნელაში, ასე გვიანო!თუ გინდა, თქვენებს ხმას მივცემდა მოგეშველებიანო?მე რომ არ მეჩქარებოდეს,თავადაც გიშველიდიო;შინ კიდევ დედა მიმელისდა ბარგიცა მაქვს დიდიო! -უთხრა და გამოაშურა,გზას გამოუდგა ჩქარადა;მოვიდა სახლში, ძვირფასიძნა გადმოიღო წყნარადა.მაგრამ სიფრთხილე პატარასვერ გამოადგა ვერადა:როგორიც იყო ძნა მინდვრად,დარჩა იმ ნამჯა-ღერადა.- ჩანს, ანგელოზმა ტყუილადდამითათბირა მე გული...თქვა ეს და მიწვა ლოგინზესაძილდ, დაღონებული.IIIმეორე დილას ყანაშიწავიდა ისევ პატარა;კრეფის დროს რაღაც ხმაურიმის ყურს მოესმა წყნარ-წყნარა.თავი მოიღო, ანგელოზსშეხვდა მდგომარეს ზეზედა;ის უფრო ლამაზი იყოდა ტურფა წინა დღეზედა,- შენ, ანგელოზო, გუშინ მენეტა რად მომატყუეო?თავთავი ოქროდ არ მექცა,იმედი გამიცრუეო! -ღიმილით უთხრა, მაგრამ მასსულაც არ ეხუმრებოდა,გამწყრალი თვალით შეხედადა მკაცრად ეუბნებოდა:- გახსოვს, შენ გუშინ პატარაქალი რომ შეგხვდა გზაზედა?აბა მითხარი, შენ გულშირა გაიფიქრე მასზედა?ხომ დაინახე, ცხვრის ფარასრა ტანჯვით ერეკებოდა,მაგრამ ვერაფერს ვერ გახდადა ძალზე უღამდებოდა.შეგეძლო მიჰშველებოდიდა კი არ დაეხმარეო,პირიქით, კიდეც გაჰკიცხედა სახლში გაეჩქარეო!ბავშვი გაწითლდა, სირცხვილითლოყები უკვერდებოდა,რომ შეხვდა მწყემს ქალს გულცივად, -მას მართლა ეუბნებოდა.- მე კიდევ ერთხელ გამოგცდი,მხოლოდ იმავე პირობით...სთქვა ეს და გაქრა, არ ჩანდაიმ არეს ძირის-ძირობით.IVპატარა ბიჭი ხალისითშეუდგა მუშაობასა:შეჰკრა ძნა, გამოაშურასახლში საღამოხნობასა.ჯერ ადრე იყო, ბინდამდისკაი დრო-ჟამი რჩებოდა,შეეძლო პატივი ეცა,თუ ვინმე შემოხვდებოდა.მაგრამ კი გზაში არავინმიმავალ-მომავალობდა.მხოლოდ ღობეზე პაწიაჩიტი იჯდა და გალობდა.მოუსვენარმა კენჭს ხელიდაავლო, გაუბზრიალა;ჩიტს არა დამართნია-რაჭყივილით დაიფრთხიალა.და გადაფრინდა სხვა მხარესსაბრალო, შეშინებული...ცელქიც კვლავ გზასა დაადგა,მიდის შინ გაჩქარებული;მივიდა ნარბენ-ნაცელქი,ღონე-ქანც გამოლეული.ძნა ჩამოიხსნა სიფრთხილით,ეგონა ოქროდ ქცეული...მაგრამ ძნა ისევ ის იყო,რაც აეკრიფა დილითა, -და მიწვა ჩვენი მუშაკისაითა დაღვრემილითა.Vდილაადრიან ყანაშიწავიდა დაღონებული;ვერ მიმხვდარიყო პატარადა იყო გაოცებული,თუ რა ჰქნა, რა მოუვიდა,რა დააშავა გუშინა?აქ ანგელოზი პურისაუეცრად გაჩნდა მის წინადა უთხრა: - გახსოვს, თავისთვისჩიტი რომ ჭიკჭიკებდაო,ქვა რად ესროლე საბრალოს,აბა, რას გიშავებდაო?ამიტომ ვერ გადაგექცაოქროს თავთავად ყანაო...რასაც გარიგებ, იმ წუთშიშენ გავიწყდება განაო?!მუდამ რომ იყო კეთილი,განა რა დაგაკლდებაო?მით ყველას გულსა მოიგებდა ნატვრაც აგიხდებაო.VIყმაწვილი ისევ ხელმარჯვედშეუდგა მუშაობასა.საღამო ჟამზე გრძნობდა ისრაღაცა დაღლილობასა;გაგორდა იქვე ჩეროშიდა თავი მისდო ხეზედა.უცბად რაღაცამ დასუსხადა წამოვარდა ზეზედა:იქ, სადაც იწვა, ჭინჭველნიგამოსულიყვნენ გარეთადა, რომ გაეგდოთ ბუდიდან,კბენა დაეწყოთ მწარედა.- საძაგლებიო! - სთქვა ბავშვმა:რაღა აქ დაიბუდესა!და ჩააზილა მან წიხლიჭიანჭველების ბუდესა.შემდეგ ძნა წამოიკიდა,შინ გამოსწია მწყრალადა...ძნა ისევ დარჩენილიყომაინც იმ ნამჯა-ჩალადა.VIIმესამე დილას ყანაშიწავიდა ხალისიანად,დაადგა სამუშაოსადაწყნარებითა, ჭკვიანად,მხოლოდ პაწია ანგელოზსის ვეღარსადა ჰხედავდა...გულდაწყვეტილი ამბობდა,როცა თავთავსა ჰკრეფავდა:- ხომ ვიცი, რად არ მოვიდაის ანგელოზი ქალიო:ჭინჭვლების ბუდე დავწიხლედა იმაზეა მწყრალიო.გათავდა, ჩემი თავთავიოქროდ არ გადიქცევაო,რადგან ვერ ავასრულევიანგელოზისა რჩევაო.მაგრამ მე მაინც ვეცდები,ვიყო კეთილის მდომელი,ყველასთვის თავაზიანი,პატიოსანი მშრომელი;შინაურსა და გარეულსგავუწევ მუდამ ძმობასა... −ამ ფიქრით ისევ პატარადაადგა მუშაობასადა კიდევა თქვა: - რა ვქნა, თუნატვრა არ ამიხდებაო,ამ ზამთრისათვის დედაჩემსპური ხომ დასჭირდებაო;რაც მეტი იყოს, ისა სჯობს,უფრო არ დაგვაკლდებაო,და თუ დარჩება ხორბალი,მაინც არ წაგვიხდებაო.VIIIროდესაც მორჩა შრომასა,საღამო ჟამი დგებოდა;მოწმენდილ ცაზე მრავალივარსკვლავთა ჯარი ჩნდებოდა.მთვარე ჯერ არსად არ იყო,შორს ნისლი ჩაწვა ღრეებში;ძნა უფრო დიდი შეჰკრა დღესმან, ვიდრე წინა დღეებში.მოდის მუშაკი, მოაქვს ძნა,პატარას გული ტკბილად სძგერს;იმ სოფელშივე მიმავალსგზაში შემოხვდა დედაბერს.იმასაც კარგად ბლომა ძნაზურგს ჰქონდა მოკიდებულიდა ეტყობოდა, რომ ძლივასზიდავდა მოხუცებული.უთხრა: - ძნა შენთვის მძიმეა,აქ მიბოძევი, დედაო,მე წამოვიღებ, ორივესგადვაბამ ზედიზედაო.- ღმერთიმც გიშველის! მართლაც რომმეტი არ შემიძლიანო;ახლო ვარ, სახლი რომ მოსჩანს,ა, იქა ვდგევარ, ღვთიანო.მთლად მოქანცულმა ბებერმამისცა ძნა სიხარულითა,მთელი გზა ჩუმის ჩიფჩიფითბავშვსა ლოცავდა გულითა.სადაც სცხოვრობდა ბებერი,იქ ორნივ მალე მივიდნენ;ბავშვმა გადასცა მოხუცს ძნადა გამოსწია შინისკენ.- შვილო, დაგედოს დედა მტლედდა გენაცვალოს შენაო,არასდროს მოგიტანიათავთავი მაგოდენაო,პირთამდე მოჰყრის ტომარას,შვილო, ეგ დღევანდელი ძნა, -სთქვა ეს თუ არა, პატარასტვირთი ზურგიდან ჩამოხსნა.ბავშვი მიუჯდა ცეცხლა პირს,საძილედ იჭმუჭნებოდა;იქ საკიდელზე ვახშმისთვისსაჭმელი იხარშებოდა...უცბად შეჰკივლა დედამა,სახლმა მოიღო ზრიალი;ძნა გაუვარდა, თავთავმადაიწყო რაღაც წკრიალი...და დაიძახა: - შვილო, ესსულ სხვა თავთავი არიო:ისე მძიმეა და ცივი,ვით შემოდგომის ცვარიო.- მართლა, დედილო?! - შეჰყვირაყმაწვილმაც გაოცებითადა ერთ წუთს მუჭა აივსოძირს გაშლილ თავთავებითა.ხელს შერჩა სულ სხვა თავთავიდა სული ძლივას მოითქვა:ყველა ძნა, ოქროდ ქცეული,მაგარი იყო, როგორც ქვა.პატარა ბავშვის სიხარულსგზა აღარ ჰქონდა სავალი,ორიოდ სიტყვით უამბოდედას თავგადასავალი.- რა გულკეთილი ყოფილაის ანგელოზი, დედაო,რასაც დამპირდა, მე მასზეფიქრიც ვერ გამებედაო.რაც ჩავიდინე ურჩობაიმ სამს დღესა და ღამესა,რას ვიფიქრებდი, თუ ჩემთვისკვლავ იფიქრებდა რამესა.მაგრამ მის გული ყოფილასავსე კაცთ სიყვარულითა...ვმადლობ პაწია ანგელოზს,ვმადლობ სულით და გულითა!IX- კარგი, კარგიო, - ნელი ხმამოისმა ჭუჭრუტანაში, -ეს ის ხმა იყო, პირველადრომ გაიგონა ყანაში:- მაგგვარ სიკეთეს, იცოდე,მე ვერ გაგიწევ ხშირადო;გულკეთილობა, პატარავ,გიღირდეს მუდამ ძვირადო.ყველასთვის კარგი იფიქრე,არვის დაუგო მახეო;ნუ დაივიწყებ დედაბერს,ხვალ უეჭველად ნახეო.იმ ღამეს ცუდად ეძინაპატარას სულ ერთთავადა;ნათქვამი დავალებულიგულში თან ჩაჰყვა მწვავადა.ფიქრობდა, აღარ მოიქცესის არასოდეს ავადა.ადგა თუ არა, გასწიადედაბრის სანახავადა.ბებერიც წამომდგარიყორიჟრაჟზე ადრინდულადა,ცივსა და მაგარ თავთავსასთვლიდა ის მხიარულადადა ბუტბუტებდა ხმადაბლა:- ვიდრე მიდარის დარიო,ჩემთვის თავთავის მოკრეფასაჭირო აღარ არიო.აი, რა მიყო მე ბავშვისნაზმა სულმა და გრძნობამა:ძნა ოქროდ გადამიქციამისმა გულკეთილობამა!
1892 წ.

მღვიმელი შიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი