პოეზია · ლირიკა
მარტს
მობრძანდი, მარტო, დროისით,თოვლჭყაპუნა და წყლიანო,ჭკუაზე თხელო, სულელო,ხანდისხან ქარისხლიანო,ზე- ქვერე ავადმყოფივითღრუბლიანო და მზიანო,არც გაზაფხულო, ზამთარო,არც თუ ნათელადღიანო!შენ უკან დაგედევნებამერცხალი ჭიკჭიკენისა,გაზაფხულისა მორბედი,დამატკბობელი სმენისა,გულის ჭირთ უკუგამყრელი,მკურნალი დამპალ სენისა,მუდამ ერთ ხმაზე მგალობი,მოყვარე დედაენისა.
1887 წ.