პოეზია · ლირიკა
ზამთარი
ქარი ქრის, ქარი ზუზუნებს,მწარედ გაისმის ღრიალი,გატიტვლებულა მინდორი,ვით ოხერი და ტიალი.ჰყინავს და სუსხავს ზამთარი,თოვლით ავსილან ხევები;უძრავად დგანან მუხები,როგორც უსულო დევები.
დაყრუებულა სოფელიც,ყველა შექნილა მწუხარი,გუგუნებს მხოლოდ თავისთვისდა მხიარულობს ბუხარი.ხანდიხან სოფლის სიჩუმესარღვევს საქონლის ზმუილი,მინდორ-ველს- მელის ჩხავილიდა მშიერ მგელთა ყმუილი.
1891 წ.