↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართულ ენას

აბუსელიძე როინ

2026-07-181 წთ საკითხავი21881 ნახვა

—
ქარი წაიღებს როგორც წესი ქარის მონატანს,ქარი ქართული, ქარი მღვრიე, ქარი დაღლილი,მორიგი დილა გაზაფხულთან გაიზმორა დამთქნარებასავით გადაედო ხეებს აპრილი...
უწინ კი ამ დროს მტერი მუნჯი კერპით გვდევნიდა,მძიმე თავსატეხს ჩვენ კი ტკბილი ენით ვენაზეთ,ქრისტიანობა იწყებოდა ქართულ ენიდანდა ალბათ ღმერთიც საუბრობდა ქართულ ენაზე -
ისე ვიყავით, საკუთარი სულის ღადარში,ჩაფლულები რომ უიმედო შეგვრჩა არჩივი,მაგრამ აქამდე სიმღერების ძალით გადავრჩითდა ერთმანეთის სიმღერებიც გადავარჩინეთ.
ახლა კი ენავ ისე მქვია შენით გამძღარი,არ დავიღლები თუნდაც ლექსში სიტყვის ხეტებით,იმდენნაირი გაარღვიე დრო და საზღვარი,ხშირად ფრჩხილებში ჩასასმელად არ მემეტები.
ისე მიყვარხარ, რომ ეს გრძნობა მიყვარს უფრორედა მინდა მთელი ძალისხმევა შენით მოვისრა,მთელი პლანეტა ერთ ენაზე რომ ვსაუბრობდეთ,მე ავაგებდი ალბათ გოდოლს ბაბილონისას...
ენავ, ქართველთა მარჩენალო, რწმენავ, დედანო,შენი ერთგული ყოფილიყოს ყველა ბოლომდედა ღმერთმა ნუ ქნას რომ ოდესმე ქარს მოეტანოდა თუ მოგიტანს არასოდეს არ გაჰყოლოდე.
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი