პოეზია · ლირიკა
ჩვეულებრივად
ჩვეულებრივად გათენდა დილა,დაიფშვნა ღამე, ვით შავი ლოდიდა შეატოკა ნიავმა ფრთხილადაყვავებული ალუბლის ტოტი.წითელ ბურთივით მზე მთაზე იდოდა ცის კალთები იწვოდნენ ალში,ჩვეულებრივად შვენოდა მინდორსმწვანე ბალახი, ყვავილი, ბავშვი.სულ არაფერი იქ არ შეცვლილა,ჩვეულებრივად ბორგავდა ზღვისებრ,ჩვეულებრივად ძგერდა ეს გული,ჩვეულებრივად უყვარდა ისევ.მერე საღამო მოვიდა მშვიდი,ჩვეულებრივად ჩამოწვა ბინდი;ჩვეულებრივად დაღამდა ეს დღეც,თავის ბუდეში სულდგმულნი შესხდნენ.ყოველი მოხდა ჩვეულებრივად,გამეფდა ღამე კვლავ ბუნებრივი,ჩვეულებრივად, ჩვეულებრივადცა იყო...არაჩვეულებრივი!