პოეზია · ლირიკა
ვარძია
მკლავი ჰქონდა ალბათ რკინის,განა ქვა გული,ვინც გათხარა ეს დევგმირთაგამოქვაბული.მისი სუნთქვა მინდა კლდიდანგამოვიტანო,ვინც გამოსჭრა სართულებადეს კლდე პიტალო.აქ ყოფილა, ქვეყნად ვინც კიგმირად შობილა,საქართველო აქ ყოფილა _ეს კლდე ყოფილა.ვინც სახელი ამ გმირებისცამდე ასწია,ვინც დაიდგა უკვდავებისძეგლი ვარძია,ვინც ვერ მოჰკლეს,ვისაც სისხლისწვიმა აწვიმდა, _საქართველოს გაუმარჯოს,ბუდეს არწივთა!მზე _ წითელი,მტკვარი _ ნელი,სიო ფოფინა _აქ ყოფილა საქართველო _ეს კლდე ყოფილა.