პოეზია · ლირიკა
მგლური კანონის ბალადა
Iბაბილონიდან,რომიდან,სულაც არ ვამბობ ტყუილს,და კიდევ უფრო შორიდან,მგლური კანონი ყმუის.
მიწაზე,წყალში, ჰაერშიმგლური კანონი მეფობს,ომებისა და თარეშისმწარეს ვკითხულობთ ეპოსს.
თუ ტყეში მშიერ მგელივით არ გაძუნძულდა შიში,–ირმებისა და შველ–ნუკრის გადაშენდება ჯიში.
IIაღგვილა იგავ–არაკი, როგორც ზღაპრული თებე:ცირკშ მალაყებს გადადის ლომი–ნადირთა მეფე.ატრიალებენ კარუსელს, დათვს ახტუნებენ ცვედანს,მამლაყინწა და მელიკო ვეფხვის ფიტულზე სხედან.ბავშვებიც სიცილისაგან ვერ იკავებენ სლოკინს––ხატაურა და თაგუნა დასეირნობენ ქოლგით.სალამურს უკრავს ფაკირი,თვალს არ აშორებს თოფრაკსდა პაპირუსის გრაგნილადაშრიალებდა კობრა.მერე ჰანგივით ცახცახებს,თითქოს მაგიას აკმევს,ჰგავს ვიოლინოს გასაღებსდა მუსიკალურ ფრაგმენტს...
IIIმგელი კი ისევ მგელია! არ მორჯულდება მგელი!მგლის თავზე სახარებაო,–თქმაა ღიმილის მგვრელი.როგორც ტყეების სიმწვანის, პირველყოფლობის კლების,ტყიდან სიმღერა მოისმის, როგორც ტირილი მგლების;“თავისუფლები ვყოფილვართ მონათმფლობელურ რომში,ახლა კი ვლოღნით გალიებს ამ კაცთმოყვარულ დროში,არც ცირკში გვითამაშნია, ისევე მგლურად ვცხოვრობთ,მგლობას არ გადავჩვეულვართ, გავძაღლებულვართ მხოლოდ.სამხეცეებში ნუ გვამწყვდევთ, ორფეხიანთა ტომო,არმია აღარ არსებობს...პარტიზანულად ვომობთ...ცუდი ბიჭები დავზარდეთ მგლური კანონის მწვდომი?–მსოფლიოს აზანზარებდა მგლის ნაშიერი რომი.ბუნების ყევლა კანონი ,იგავის მართალ–ტყუილიდაწერილია, გეთაყვათ,ჩვენი თათით და ყმუილით.კაცო მოკვდაო, ნუ განსჯი ღვთიურ კეთილს და ბოროტს,მხოლოდ განგებამ თუ უწყის მისი თავი და ბოლო“...
IVირგვლივ ცხოვრება ირევატყესავით შიშის მგვრელი...მგლისათვის მონადირე ვართ,მონადირისთვის––მგელი.შენც დაგკბენს მგლური კანონი, ვერც შენ იდგები ცალკე,რომში ხარ დაბადებული და გაზრდილი ხარ ალგეთს.მტერს მგლურად მიუხტებოდა, აწყევლინებდა სვე–ბედსმეფე ვახტანგი–მგელკაცი, ქართლოსიანთა მეფე.
Vჩემივე ლექსის ბწკარებში დამწყვდეული ვარ მგლისებრ,მგელივით მივდი–მოვდივარ, ძლივს ვატრიალებ კისერს,–მაღიზიანებს მკითხელი, ცნობისმოყვარედ მიმზერს.ქეჩოს მგელივით ავშლი, სათქმელს ყმუილით მოვჭრი.–ტუჩს გადამიხლეჩს სტრიქონი–მგლის ალესილი ღოჯი.ჰაუ, სატკივარს უხდება კბილის გაკვრა და გესლი,ვაითუ ჩემი ვიშვიში მხოლოდ გალობად გესმითხანდახან შიშიც ამიტანს, თავს შევუწყრები ხისტად :იქნება ღვთის ხატს ვატარებ და ბუნაგი ვარ მგლისა ?და ჩემში მგელი ამთქნარებს მგლური კანონის გამო,მფხოტნის და მეწკურწკურება, გარეთ გავარდნას ლამობს...
VIგაყმუის რომის ლეგენდა:––ტყეს დაუბრუნეთ მგლები!ატოტებულა ალგეთი:––ტყეს დაუბრუნეთ მგლები!არა მულტფილმის ან თოჯინების,ტყეს დაუბრუნეთ მგლები!ქეჩოაშლილი, დაღოჯილები,ტყეს დაუბრუნეთ მგლები,––მგლის თვალი აგვიბრიალეთ,––მგლის თათი მოგვიქლასუნეთ,––მგლის კბილი აგვიღრჭიალთდა მოგვიქსიეთ მგლის სუნი!
ტყიდან ირემი ყვირის––არ უშინდება ხირიმს...