პოეზია · ლირიკა
მწვანე მონასტერი
ო, ღმერთო ჩვენო, მომანიჭე მადლი სიტყვისამადლი სიტყვისა – უცნაური აღმონაცენი...იწვის სანთელი, ალმა სივრცე გაითითქმისადა მასთან ერთად ინავლება გრძნობის ნარჩენი...მწვანე უღრანში სავანეა სნეულთმკურნალის,გლახაკთა ხელის ამპყრობელის, მოწამის დიდისშემცოდე სულებს ასპეტაკებს საკმლის სურნელიდა უხილავის შემოხედვა ძლიერი, მშვიდი.ვით არაერთგან საქართველოს მთების უბეშიშენახულია სასწაულის ერის ნუგეშადდა სულთა ჩვენთა შეწყალებად – ქრისტესა ღმერთსაღვაწლითმოსილი ევედრება ცისმარე დღესა.