პოეზია · ლირიკა
* * * "ღვინობისთვე აფრიალებს ალმებს"
ღვინობისთვე აფრიალებს ალმებს,აუშვია ქარი, როგორც მსჯავრი,შემკრთალ მიწას ცივი წვიმა ალბობს,ცას შესცქერის წუთისოფლის მგზავრი...აჰა, ისევ ძველებურად ცივა,როგორც შარშან, შარშანწინ და წინათ,ანდა იმ დღეს, კაცთა მოდგმის მამასქვეყანა რომ განეკუთვნა ბინად...ფიქრობს მგზავრი, იმ საფიქრალს ფიქრობსდა სიცოცხლე ისევ ისე მიდის...კვიპაროსის რტოდაბურულ უბესეფარება შეცივნული ჩიტი...