პოეზია · ლირიკა
29 აგვისტო, 1990, თბილისი
მეფე სისხლიან წისქვილების, არა-ტიტანი!არ ჰყვარებია მას ბავშვები არავითარი,გაიწით ყველამ, რომ ქვეშ ვინმე არ დაიტანოს!გაიწით იქით, ოციანი წლების ბავშვებო,ოცდაჩვიდმეტის, შემდგომის, თუ ორმოცდაერთისდა სულ ახლებო, სითამამით თავის აშვებითეგ სახელებიც ისტორიის დასკვნას დაერთვის.გათავისუფლდა მოედანი და იგრძნო შვებაშავი კოლოსით დათრგუნვილმა თბილისის ცამამოშორდა ლაჟვარდს მაჯლაჯუნა, არ მენანებასიყალბის მამა, ბოღმის მამა, შიმშილის მამა!ჩემს სიცოცხლეში მისთვის სიტყვა არ მიმიძღვნია,რასაც ახლა ვწერ, თუნდაც, განა ეს არის ლექსი?ეს – დოლაბებში მოსრესილი წლების ნამცვრევი,ძვირფას სახელთა, ოცნებების მწარე ნამსხვრევი,გადატკეპნილთა სამარეთა ამონაკვნესი.უბრალოდ ვამბობ, იქნებ ამას არცა აქვს აზრიდა არც ხელს ვაწერ, თუ იკადრებთ – იყოს ყველასი...მე მხოლოდ მინდა შევევედრო ღვთისმშობელს ასე,მისკენ აღავლენს თუ ჩვენს ამბავს დღეს ანგელოზი:ჰოი, დედაო, ღვთისმშობელო, მოგიდრეკთ მუხლსა,სამარადისოდ შენს სასაწაულს მივანდეთ თავი,შენ გვიპატიე მტერი ჩვენი, დედაო ღვთისავ,შენ გვიპატიე მტერი ხილული და უხილავი.