პოეზია · ლირიკა
მოდი,მოხშირდი, ჭაღარავ
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ,წვერ-პირი მორთე თეთრადა,ეხლა იარონ იქნებაჭკვამ და გულისთქმამ ერთადამომწყინდა გულის ჯახირი,დამღალა მისმა ბგერამა;დღესაქამომდე მის ღელვავერ დაამშვიდა ვერრამა; _ბერ მუხად გულში იფარჩხვის,რაც მიანდერძა დედამა, _დაწურა, სისხლად დაწურაქვეყნის უღმერთოდ რბევამა;ტანზე ამასხა ეკალისაფლავთ წინაპართ კვნესამა,აკლდამებიდამ მწყრომარედიმათმა გადმოხედვამა.