↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოლოდინი

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21088 ნახვა

—
მცირე რამ ნისლის ნაწყვეტიმთას ეკრა ბუმბულივითა,ჰშვენოდა ფიქრებში გართვა,მინდორზედ სუმბულივითა.მთის წვერებს მოსდევს ნიავინადირის სუნსულივითა.ბუნება ნანობს ცოდვასა,იუდა სულ-კრულივითა.- რას უცდი, ნისლო პატარავ,დაკერებული მთაზედა?- რასა? ვერ თუ ჰგრძნობ, ძმობილო,მტერი ჩამიდგა გზაზედა!როგორ ვერ ჰხედავ გვალვისგანდამწვარ-დაბუგულს მიწასა?თავის ძმისწული მოუკლავგაბოროტებულს ბიძასა;მშობლებზედ მეტად სწყენიაგაზდილის ერთგულ ძიძასა.თვალები მთელის ქვეყნისაშემომცქერიან თხოვნითა,ეგებ როგორმე დავიხსნასოფლის ამაგი გოლვითა.სწორედ ამისთვის დავფიქრდიდა ვეხვეწები ზეცასა:გამზარდოს, მომცეს ძალ-ღონე,ვეწამლო ქვეყნის კვნესასა;გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,რომ მოვრწყო გული ქვეყნისადაუშრობელის მილითა;ავაჭიკჭიკო ბულბულისაღამოთი და დილითადა წარვსდგე ჩემს მეუფესთანხელთ ანთებულის ცვილითა.
1892 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი