პოეზია · ლირიკა
მოფრინდა უცხო ფრინველი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
მოფრინდა უცხო ფრინველიდა დამტრიალებს თავზედა.არც არწივია, არც ქორი,თუმც ორივეს ჰგავს ხმაზედა,აბია შიბი ოქროსიოქროთ დაფერილს ბჯღალზედა,მაზედ მობმული ბარათიალს მომიმატებს ალზედა.
შავეთით მოწერილია,გადმოტანილი ქარისა:„ჩემთვის ნუ სტირი, საწყალო,ჩემი სამყოფი ჰყვავისა,გვიმღერის ტკბილს სიმღერებსა,შოთაც გვერდითა გვყვავისა.ტახტზე ბრძანდება თამარი,დილის ცისკარსა ჰგავისა.ვახტანგს მოურჩა წყლულები,იმედიცა აქვს ხმალისა.დავითმა ნება აიღოკავკასის ერთა ზავისა.სულ გარს მარტყია გმირებიიმ გარდასრულის ჟამისა...აქ სდგება, უფლის საბჭოში,დადგენილება ამისა,არჩევენ გათენებასაკვლავ სამანდაო ღამისა.საბრალო შენ ხარ, ბეჩავო,თავი მოიკლა ლამისა“.
28 დეკემბერი 1903