↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვიქტორის ბიოგრაფია

რჩეულიშვილი გურამ

2014-08-121 წთ საკითხავი26628 ნახვა

—
ყოველ ოთხშაბათს იყო კვირა ვიქტორისთვის. ოთხშაბათს ვიქტორი იწვა და ფიქრობდა, “ნეტა კვირაც ოთხშაბათი იყოს”, მერე დგებოდა და ბაზარში მიდიოდა. “ოთხშაბათს მაინც წადი ბაზარში, სხვა ქმრები ყოველ კვირას დადიან”, ეჩხუბებოდა ცოლი. “ნეტა ოთხშაბათიც არ იყოს კვირა”, ბუზღუნებდა ვიქტორი და კიდე ფიქრობდა: “ნეტა რაღა ელექტროსარემონტოშია ოთხშაბათი კვირა და სხვაგან კვირა კვირა. თუმცა ჯობია. ბაზარში ოთხშაბათს უფრო ცოტა ხალხია, ლობიოც იაფია.”
[1957 წ. მაისი]
შენიშვნები
ეს პატარა დაუთარიღებელი, ნახევარგვერდიანი ჩანახატი დაწერილია ჟან მარეს ფოტოსურათის უკანა მხარეს (იხ. შენიშვნა მოთხრობისათვის “სურათი ჩემს კედელზე”).ქვეყნდება პირველად.
რჩეულიშვილი გურამ

რჩეულიშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი