პოეზია · ლირიკა
ღიმილის მკვდრები
მომიხსენიეთ,გახსენით კარი.მიცანით დენთით ამომწვარ თვალებზე დათქვით, რომსულ არ მელოდით,რომ სინდისი არასოდეს ბრუნდება უკან,გლოვაც რომ დეკორაციის მორიგი ცვლა იყო-
როცა იფეთქა.ტაშმა.ღამე წამოიზლაზნა.მთელი სიმაღლით. მე ვიჭამდი ხორცის ჯებირებს.მამლებმა ცხრაჯერ იყივლეს და ბოლო თენებასკვამლით დაბურულ ჰორიზონტზე ამოვიჭერი.გადავიარე ორმოცი მზე, ორმოცი ქარი.გადავაღწიე დავიწყებულ მიწების გაღმადა ვნახე-ყველა საკუთარ ცეცხლს აჩაღებს,მერე-ტანზე გახდილი პერანგიდან ძველ ცოდვებს არღვევს-
იქ,სადაც თხა თხის ფეხით ჰკიდია,ცხვარი - ცხვრის ფეხით,მე კი ჰაერში ვირწეოდიდა მოგონებებჩაქცეულ ტვინშივაკოწიწებდი ბოლო სურათს,რომ ქვავდებოდა ძველბზე შრეებად,ფანჯარასთან მდგარ მოხუცი დედისგაწყალებულ და მტკნარ იმედივით,რომელიც ვერა და ვერ...ვერ...ვერ იჯერებდა,რატომ წვეთავდა საოჯახო ალბომებიდან,ცასავით მღვრიე სურათები შემკრთალ თითებზე...
მომიხსენიეთ.მოგონებებს გემო აქვს მოტკბო.შიშისგან მალვით მოღეჭილი ტუჩის გახეთქილგლუვი კანიდან ქეჯნასავით გამოვჟონავ დასანამ სამიზნე წრეებივით გაფართოვებულცივ გუგებამდე ავაღწევ და დირედ დაგრჩებით,ამ ბოლოჯერაც,აცდუნეთ ხელი - და მომიკვეთეთმოძულებული სინდისივით...
ჯერ კი,ჯერ ფართედ გამიღეთ კარი,ჩამხედეთ სისხლთან არეულ მიწაში დათქვით, რომღიმილის მკვდრები არ ბრუნდებიან...