პოეზია · ლირიკა
შენი თვალებით
...
ნივთები, რომლებიც მათ შემდეგ რჩებიან.ნივთები, რომლებიც მათზე მეტს ცოცხლობენ.ნივთები, რომლებსაც შერჩნენ მხოლოდ ანაბეჭდებად-თითების, ტუჩების, სიცილის, დუმილის...ნივთები, რომლებიც- გადაგვეგდო- ვერ გავიმეტეთ,ვერ გავწირეთ, სანაგვეზე მოგვესრიალა.ნივთები, რომლებიცწიგნის თაროზე, კომოდებში, ფანჯრის რაფებზე,ისე მოკრძალებით, ფრთხილად სუნთქავენ-თითქოს შიში აქვთ,არ გაგვახსენონ-მათ უკან ჩუმად ატუზული ჩვენი სისუსტე.
სისუსტე, რომელიც დავმალეთ ჩვენში,სისუსტე, რომელიც ჩვენს შიგნით ცხოვრობს,რომელსაც მხოლოდ სხეულად შევრჩით,-თითებით, ტუჩებით, თვალებით - დათხრილი...სისუსტე, რომელმაც- გავეყიდეთ- ვერ გაგვიმეტა,ვერ გაგვწირა- სამსჯავროზე გამოვეტანეთ.სისუსტე, რომელიც ზოგჯერ უეცრად,ისე შეპარვით გვეხება შუბლზე-თითქოს,ხელი ჰკრეს ნაჩუქარ ნივთებს,გადმოყარეს და მიგვახედეს იმ ხმაურისკენ,სადაც ამ ნივთებს შერჩენილი ვიღაცის სუნთქვააღარ არსებობს.