პოეზია · ლირიკა
შესაწირი
...
შენ არ მიდარდო,აღარასდროს თუ მოვალ შენთან.არ მომინატრო,არც მეძებო."იყო და არა იყო რა" იყოსჩვენი ზღაპრის კეთილი ბოლო.თავიც და შუაც,გვერდებიც და ქვის საძირკველიც,მუხლს რომ არ ასცდა,ერთხელაც ვერ ამოვიშენეთ,გულისპირამდეც ვერ ავწიეთ კედლის სათავედა დავრჩი ასე-
მარტო-ხე, ქალი-მარტო, მარტო-მიწა, ცა-მარტო,ხან მწვავდა გვალვა. ხან მახრჩობდა წვიმის სეზონი.მერე-გამახმო შეძახილმა.მერე-დუმილის შემჭამა ჟანგმა,შენ რომ დიდხანს ოქრო გეგონა.
ტყვიისფერია ისევ დილა - მზე ჩამოვხსენი.შუშის სხივები დავუმტვრიე - აღარ მათბობდადა თუ ჩემს ცაზე სიყვარული ერქვა სიცოცხლეს,შენსაზე - შიშით სიყვარული სურდა მაცხოვარს.
(ნეტარ არიან მორწმუნენი და მორჩილებითდა მოთმინებით მოიპოვონ სასუფეველი!)
მე კი კვლავ ვდგავარ მარტოდ-მარტო-ხე, ქალი-მარტო,მარტო-ცა, მიწა-მარტო,სადაც მშრალი ხელებით,ვთესავ ხორბალს და თავთუხებით სავსე ყანაშიჯიუტი სახით უხვად ვიმკი გლოვას და ურვას.ვკრავ ძნებად.მერე მე და ჩემი თეთრი თიკნებიერთმანეთს შენი სამსხვერპლოსკენ მოვდენით მძიმედ,-ძნელია შენი აღმართების გზა ღორღიანი...
და თუ მოვაღწევთ, გამოგვისვი სიცივე ხორხთან,ვერცხლის თვალებში ბარძიმივით ჩამოგვიწრიტე.დაგვლიე, ჩემო,შეგვიწიე,შეგვისისხლხორცე,წაგვიქციე და გადაიკარ ხსოვნაზე რული...
და მოგვეტევოს.კერპებსაც დაშეწირულებსაც.