↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფირუზისფერი აბაჟურით ჩაქრა შანდალი

კარმელი შალვა

2011-04-131 წთ საკითხავი3182 ნახვა

—
ფირუზისფერი აბაჟურით ჩაქრა შანდალი,ცივი ბალიში თეთრ ლოცვებმა დამინოტიეს.თოვლიან იღბალს ანადგურებს ხელი ვანდალი.მაკრთობს სიკვდილი უცაბედად, როგორც გოტიეს.მე მივენდობი წუთისოფელს – სუსტი ნიბლია,მაგრამ ბალდახინს მაინც მიაქვს ყველა იმედი...შიშიანობას ჩემი სული მოუხიბლიადა მომდევს ღამე გაშიშვლებით, ვით არქიმედი!..ყვითელ ეტრატზე თუ ამსახავს მემატიანე,ვიქნები ფერშავ ოდრიკალში ბედსაბრალისი.დამანამია ნაზ ცხედრებმა შარა მტვრიანიდა საფლავებში ჩაიტანა ჩემი ხალისი...ვტიროდი დებზე და სიბნელე თავზე მეხურა,მსურდა სიმძიმე პირამიდის აუნუსხავი.სხეულს ყინავდა გამძაფრებით ყინვა ტეხურა,ფანჯრის დარაბებს აკვნესებდა ქარი მსუსხავი...განთიადისას მაჯლაჯუნამ სული განაბა,მაგრამ აისი უმირაჟოდ იყო ჯანაბა.ვწყევლი ანგელოსს, მეშინია – არ მიმიკაროს.დავიღუპები – ფრთაგაშლილი ზღვაზე იკაროს.ისე კი ბედი კორიანტელს არ ამაცილებს,ვებრძვი ჰაერში მოთამაშე ჭლექის ბაცილებს.
1919

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი