↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალბატონი შორი სადგურები

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4456 ნახვა

—
ვერ გავცდი ამ სადგურს, ამ რაიონს...ეჰ, მატარებელმა ,,გაგვასწრო ფეხით“ .მე უნდა სიგიჟემ უთუოდ ამრიოს,დღეს კატასტროფის იშლება ტეხით.ჯიბე ატარებს ნაპოლეონს და ჟოზეფინას,მულერის მერე შენი სახელი ჩანს ტრიანონად.ეს ცივი სივრცე დავიწყებად თუნდაც გეფინოს-ჭლექის ქალბატონს მაინც სიცხით გეტრფი, ანონა.წარსულ სხელებს დღიურიდან ვითვლი ექვსამდედა მეშინია ვიყო ახლა თქვენი რაინდი.მაგ სილამაზეს უცაბედად თუ გავლექსავდი,ასე მგონია, რომ გატყუებ და გავკაინდი.სულში ჩამდგარი, ლითონებზე რეკავს ამური...ჩვენი ქვეყნისთვის კარგი რამე ვიფიქროთ დროზე.არ იქნებოდა ასე ჩუმი, აკალდამური,რომ ყოფილიყო ქუთაისი რიონის შტოზე.ამ დღეს, დაკარგულს, გამართლება რომ ჰქონდეს კიდევ,ლექსის თარიღად დაიწეროს მაინც რიონი.

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი