↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა

ღლონტი ვახტანგ

2003-03-131 წთ საკითხავი4743 ნახვა

—
შენ რომ გიყვარდა ყავადანი,დედის ნახსოვარი ყავადანი,მეზობლის გოგოს გავატანე,დედა!ხომ გახსოვს გოგო ალვისტანა...იქვე დავმარხეთ,-ალვებთანა...მე დარდი ვეღარ ავიტანე,დარდმა თავისი გაიტანა,დედა!აღარც ალვატანი,აღარც ყავადანი,შენი ვაჟი კი ავად არი,ძალზე ავად არი,დედა!თვალი ჭრილობაა ჩვენი სულის,დე...და...ცრემლი სისხლი არი ჩვენი სულის,დე...და...თვალი - შენისლული,სული - შეისრული,პირობა ვეღარ შეგისრულე,წუთისოფელი შევიძულედა...გვედრით მშობლებს გარდასულებს,რახან დამიწყეთ - დამასრულეთ,ჩემი ტკივილიც გაასრულეთ,დედა!კაცი ტალახით ნაშენია,დედა!ცხოვრება დარდთა გამჩენია,დედა!მიწაც ხომ ჩვენი სარჩენია,მაქ წამოსულა რაც ჩვენია,აქ არაფერი დამრჩენია,სულ არაფერი,დედა!სიკვდილი მწარე წამალია,დედა!არ მორჩა,ვინაც არ დალია,დედა!უმჯობესია,რაც მალია,ყველაზე ნაღდი სამალია -ტკივილებისგან,კივილებისგან,სიკვდილებისგან...დედა!
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი