↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კარმენ

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6075 ნახვა

—
ვიყავ ღრუბლის ბინადარი,უფლის ახლო ცად მოკარვე.მაგრამ მოიყოლა ქარიშენმა კაბის კალთამ, კარმენ!შემოლეწა ცხრავე კარი,მე რომ ცხარე ცრემლით ვქარვე.წამომაგდო, მუხლზე მდგარი,შენმა შემოხედვამ, კარმენ!შემაჩეჩე არჩევანი -„ან უფალი ღმერთი, ან - მე!”შეიშალა ყველა ზღვარიცას და მიწას შორის, კარმენ!ირგვლივ ახლობელთა ჯარიმომისრე და მომისარმე.შემრჩი ერთადერთი ჯვარი,მკერდით აგეკარი, კარმენ!ვნება იყო ელვის დარი,გამენთე და გამესალმე.რად შენს ჯვარზე არ მომკალი,რად ვერ ამიტანე, კარმენ!შენი ნაქმარევის დანითდაგკალ, როცა ხელი მკარ მე.სხვა, შენს ჯვარზე, ვერვინ ავა,შავს, შავ მიწას გაყრი, კარმენ!ვერც ჯალათი, ვერც სხვა მხეცი,შენს გრიგალს ვერ გამიქარვებს.ნეტამც, იყოს ჯოჯოხეთი...ღმერთო, მაპატიე, კარმენ!
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი