↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უნაზესი ხელნაწერი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
როცა დიდი ხნით დახურული გავხსენი ყუთი -ძველ ბარათებში აღარ იყო სიახლე ძველი,მხოლოდ ზაფხულის სურნელება ვიგრძენ სათუთიდა შემოდგომის სიახლოვე ბურუსდამსხმელი.
აქ მეთორმეტე საუკუნის მძიმე წიგნები,ყვითელ ქაღალდზე დაღალული ხელით ნაწერი!ვიცი: მე მათთან მორევიან ნისლში ვიქნები,როგორც ავდარში შუქი მკრთალი და ალმაცერი.
გაჰქრენ ძვირფასი ანბანები: „ჩვენი ქვეყანამშვენი თვინიერ, ჰოი, ზღუათა და ხმელთა ზედა“,მათში მარტოდენ ჩაქსოვილა მძინარე ნანააღმოუთქმელთა მწუხარებათ და სინაზეთა.
სერაფიმის ფრთა, სევდიანი ჩემი სანთელი,ამ ბარათებზე საუკუნო ალად ენთება!გადივლის თვალწინ დროთა ბნელი კორიანტელი,ჩუმად ვშლი ფურცლებს. სარკეებში ჩუმად თენდება.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი