↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ურიცხვ დროშებში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ცხრაას ჩვიდმეტი! ჭიხვინებდა შენი მერანი,ბარიკადების მღელვარება გებარა ოდეს.ურიცხვ დროშების მიდიოდნენ მოსიმღერენი.ბევრი მათგანი აღარ მოვა აქ არასოდეს!
უკანასკნელად გვიღიმოდნენ გზაზე ქალები:გახსოვდეთ მასა და მიზანი მისი გახსოვდეთ,ბედნიერებას გვპირდებოდნენ მათი თვალები,ბევრი მათგანი აღარ მოვა აქ არასოდეს!
მუსიკა, რისხვა და ქვეყანა, ზრუნვის საგანი...თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს...ოჰ, არასოდეს არვინ მოვა იმათთაგანი!
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი