პოეზია · ლირიკა
ღამის ორი საათი. სოხუმი
შუაღამე. წვიმა.მთვლემარე გემი.ტუჩებზე მარილის გემო _ამბორი ზღვის.უკაკუნებენ შენი ფეხსაცმლებისულშეწუხებულ ქვაფენილს.არავინ გადმოგძახებსმეორე ქუჩიდან მენავესავით:`როგორა ხარ?~ ან`როგორ მიდის შენი საქმეები?~უკაცრიელი სანაპირო.ზღვის დუმილი ბრძნული.სიცივე. პალმების ქარი.მიყვარხარ.ადგილშეცვლილი სახლები.უპატრონო ძაღლი ცრემლივითმოედინება ქუჩის ღაწვზე.დაბრმავებული ლამპიონი, ფანჯრები.მიყვარხარ.ნეტავ, მალე გამოჩნდებოდესმშობლიური სახლი, ნეტავ.გამოიქცევა ბალახი ლეკვივით.აგილოკავს ფეხსაცმელს.და თუ მონატრებამ მუხლები მოგკვეთა,ხელისგულებსაც აგილოკავს იგი,სახესაც.