↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უსიყვარულოდ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2015-04-131 წთ საკითხავი98571 ნახვა

—
უსიყვარულოდმზე არ სუფევს ცის კამარაზე,სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთებასასიხარულოდ....უსიყვარულოდ არ არსებობსარც სილამაზე,არც უკვდავება არ არსებობსუსიყვარულოდ.მაგრამ სულ სხვაა სიყვარულიუკანასკნელი,როგორც ყვავილი შემოდგომისხშირად პირველს სჯობს,იგი არ უხმობს ქარიშხლიანუმიზნო ვნებებს,არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებსიგი არ უხმობს...და შემოდგომის სიცივეშიველად გაზრდილი,ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებსსულაც არა ჰგავს...სიოს მაგივრად ქარიშხალიეალერსებადა ვნების ნაცვლად უხმო ალერსსგარემოუცავს.და ჭკნება, ჭკნება სიყვარულიუკანასკნელი,ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამუსიხარულოდ.და არ არსებობს ქვეყანაზეთვით უკვდავება,თვით უკვდავებაც არ არსებობსუსიყვარულოდ!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი