პოეზია · ლირიკა
ყვითელი მესსა
კატა პირს იბანს- გამოვა დარი,ეს ბარომეტრი უფრო სწორია.ჩვენ იქნებ ვიყოთ ორივე მკვდარიდა კუბოდ გვადგეს სანატორია.სიცხე გვაწვება ყველა გრადუსით,და მესინია ნელ დახველების.თმებზე ხავერდის ხელი გადვუსვით,ვარ კოცნით სავსე წმინდა ხელების.ღრუბელი მიდის, დღეა მზიანი.დაო, ანგელოს, ჰაერი თბებადა ჩემი სული ციებიანიშერიგებული დრეს მართლა კვდება.გადასდე შუშა -წამლით,ფხვნილებით,გავყვეთ ფრინველებს და ტყის რქიანებს,შორი ქალაქის ქვაფენილებიმაინც დაგვცემენ ჩვენ -ჭლექიანებს.უმშვიდეს საყდარს ,გულო,მიელი,რომ გადავფინო ლოცვებზე კვნესადა როცა ვნახეთ ის ცარიელი ,-გადავიხადეთ ყვითელი მესსა.დღეა მზიანი,ღრუბელი მიდის,ტყე გასურნელდა ფიჭვის ღვარებადდა ფენომენი გაფრენილ ხიდის-საბედისწეროდ ჩვენ გვეყვარება!
1922 აბასთუმანი