↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაჭვავება

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11403 ნახვა

—
ლექსო ივანიშვილსშენ არ დაეძებ დროთა მწვერვალებს,ყელამდე შფოთავ, რაღაცას ნანობ!წვიმის გუბეში ბედი გაწვალებსდა ნაფოტივით შიგვე ქანაობ.ის ეკლესია, შენ რომ გიყვარდა,დიდის საკენკით ათრობს ბეღურებს.ვინც განდიდებს კვერით დანაყრდა,რა ეშველებათ, იმ უბედურებს.დანგრეულ სხეულს გულის სიწმინდეროგორღა შერჩა, ვით მერცხლის ბუდე?ხალხთა უდაბნო დედამიწაზე,ერთი შეხედე, რა უშნოდ უდევს.რა შემზარავად ყმუიან წლები,რა დანდობილად მოგვინარეკლეს!და სათითაოდ ჩვენც რომ გავწყდებით,ნისლი დაფარავს აპყრობილ ხელებს.არც წარწერები, არც საკმეველი,იტყვიან, გულის ჭერ-ქვეშ გალობდნენდა სიკვდილიდან სიცოცხლისაკენმკვდარ ფოთლებივით მიქანაობდნენ.თვალების ხვრელში გველი სისინითიშვა, ინათებს გულის კანდელი.და კვირაძალზე თალხით მოსილიილოცებს ვიღაც კათაკმეველი.წამოვიხუროთ ერთი ფანჯარა,ისიც შევინდოთ, ვისაც ვაგინეთ.შენ ეყოლები ქრისტეს ფარეშადდა მე კი ბუდას მოჯამაგირედ.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი