↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გასეირნება

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11411 ნახვა

—
ჩავცდით ხეობებს ეშხით, ყურებით,ჭრელ მინდვრებისკენ ძლივს წაგიყვანე.ნიავის თეთრი ნაფეხურებისროლით მიჰქონდათ თვალუწვდენ ყანებს.
სადაც სილურჯე თვალს უსწორდება,თან ბურუსია ბავშვივით წრფელი,იქ თავდებოდა უსაზღვროება,იქ კლდეს ეფარა წუთისოფელი.
გულს ღიმამოყრილს და გახარებულსქედნების გუნდი დაფარფატებდა.კენჭებს ვესვროდით მზეს დასამხრებულსდა სიყვარული ძალას გვმატებდა.
მე ქრისტე მწამდა, შენ - ბუდას რჯული.სალამს გვაძლევდნენ დიდი ხეები.და მოგვყვებოდნენ უკან ჩურჩულითგაუთენარი ჩვენი დღეები.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი