პოეზია · ლირიკა
გარეთ
გამოვალ გარეთ, გავიხურავ უიღბლო ჭიშკარს,მივესალმები ჩემ ეზოს წინ ატუზულ ხეებს,ტუჩზე შემრჩება ამღვრეული ბედის ჭაშნიკიდა სინანული, სივალალე გაშვერილ ხელებს.დავიღუპები ისე, როგორც შეჰფერის ოხერს,მუხის კივილი ზარდამცემი წავა-წამოვა,საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ,საუკუნეებს – დასაბამი რომ მოაძოვა.