↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოს დილა

მამედლი იმირ

2026-07-181 წთ საკითხავი7740 ნახვა

—
1
თითქოს ცისქარმა სოფლის ქალივითცხელი თონიდან ამოაგდო ქართული პური,მზე ისე უცებ ამოსრიალდა.
და მერე იმავ დიასახლსმალასლასა მთვარეშოთი პურივით ჩააკრა დაისს,რომელიც ალბათხვალამდე ახალ მზედ გამოცხვება.

2

მზე ჰორიზონტზე გაწვა დაღლილი,დაღლილი გაწვა დაისის კართან.სოფლელი კაცის მდიდარ დახლივითმზე ყველა სხივში მალავდა მართალს
და დასალიერს ჩაცურდა ყვითლად,დღეც ჩაიყოლა ერთის დაწოლით...სიწითლე შერჩა ჰორიზონტს დიდხანს,ვით მწვანე მინდორს ვეფხვის ნაწოლი.

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი