პოეზია · ლირიკა
წარწერა წიგნზე
ლადო ასათიანი 1917–1943
შენ წინათ ცაში დაქროდი,ესიტყვებოდი ვარსკვლავებს,და დედამიწის წალკოტიარარაობად ჩათვალე.შენ მაშინ გულთამხილველადმეტყოდი მშობლის კილოზე:“ყრმაო, ყველაზე პირველადსამშობლოსათვის ილოცე“.შენ წინათ ცაში დაქროდიდა წმინდა სულებს თან ახლდი,ახლა კი მიკვირს, იმგვარიაგრე ვით დაჩაჩანაკდი?!ცხოვრების ორომტრიალშიუპირველესი ყოვლისა-შენ ხმა დაკარგე წინაპრის,მამაცი მეციხოვნისა!მე გავაცოცხლე ხმა იგიდა მინდა ყურში ჩაგძახო:“ადექ მგლის მუხლიმაიბი,რამ წაგახდინა, ყაძახო!“შენი პირველი ოცნებისდა პირველ სიტყვის დამჯერემ,სამშობლოსადმი ლოცვებიამ ცისფერ წიგნში ჩავწერე.თავად დავუდექ თამამადთავადურ ხმათა ღრეობას,წაიკითხე და პაპათადაგიბრუნდება მხნეობა!