↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წარწერა სურათზე

ლადო ასათიანი 1917–1943

2026-07-181 წთ საკითხავი10106 ნახვა

—
აი, სურათი იმდროინდელი,როცა ვეტრფოდი მე ჩემს ზემფირას,როცა ფიქრებით გარემოცულივხეტიალობდი შავი ზღვის პირას.როცა ვტიროდი გულდათუთქულიდა ცხელ ცრემლებში ვპოვე გართობა,რადგან უმიზნოდ და უნაყოფოდმიქროდა ჩემი ახალგაზრდობა.როცა ვნატრობდი უბრალო ხალათს,დედის ძვირფასი ხელით შეკერილს,როცა ვიყავი მოუსვენარიდა უმეგობრო კუხელბეკერი!აი, სურათი, დე, შენთან იყოსდა მაშინ უკეთ გემახსოვრება –ზანტად განვლილი დღეების შემდეგერთი მართალი კაცის ცხოვრება!
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი