პოეზია · ლირიკა
ფურცლებიდან არდაბრუნებულებს
შენ არ იყავი სიტყვის კაცი- ნათქვამი სიტყვის,ქაღალდზე მკრთალად დაწერილი სიტყვა იყავი."ლექსის კაცი."
...
ისხდნენ კაცები და წერდნენ ლექსებს-
მწუხარე სახის რაინდები, ფერმკრთალ ხელებითდა ლაქასავით აჩნდებოდა თეთრ ფურცლებს კვალი-
თავად ღმერთია სიყვარული და რა მაცდურიაცვია კაბა მავან ქალს და...თუმც სეზონურადბევრი მოდის დაბევრიც წავა-ჩვენ ნებით ვუშვებთმორიგ "ერთადერთს".
თავად ღმერთია მარტოობა.(და რა ტკბილიაუფლის სახელით მიტოვებაც-როცა ვცხონდებითმიძინებული სინდისის და სოფლის წინაშე!)
და მთავარია, ყველაფერი დაწერო ისე-
არ აკლდეს სიგრძე - განი, ზომა, ფერი, თუ ხორცი.შეზავებულად - სინანული, სინდის-ნამუსი.რომ შორ წარსულში ერთმა ქალმა,(ან ბარე- ორმაც),ვერ დაგვინახა, ვერ გაგვიგო...და ეს სამშობლოც,რა უცნაურად არეული გვერგო მასალა-რომ უნდა იჯდე-წერო... წერო... ბოლომდე წერო.სანამ შავდება ვიღაცისთვის დღეცა და ღამეც,შენი-თეთრდება თმაცა და წვერიც.და რომ მძიმეა უსამართლოდ წუთისოფელი,შენც მოიხრები და იცხოვრებ ცხოვრების ყველადაუწერელ, თუ დაწერილი კანონის დაცვითდა შეეცდები შენს ეზოშიც დარგული იყოსრამე მცენარე.სახლი - სავსე.ვაჟი.დანაცადხერხით ვიღაცას მკლავს თუ მოჭრი-ეგ არაფერი.სათნოებასაც იყიდი და ხურდაც დაგრჩება,-პური იყიდო,დაღლილ სახით ყუა მოტეხო...
რაც მთავარია ფონი უნდა გახვიდე ფრთხილად-
ცეცხლის, თუ ქალის.რომ არცერთი!ერთი ნაკაწრიც!არ აჩნდეს წარსულს ლაქასავით.და თუ ლაქაა-მხოლოდ თეთრი და პოეტური,როგორც ნახატი,წაშლა, რომლისაც (დავიჯერეთ), არც კი გვიცდია...
ჩვენ ვართ კაცები-ჩვენ ლექსად ვწერთ, რაც ვერ შევძელით.