↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიზმრის ქორწილი

შაინიძე ჟუჟუნა

2026-07-181 წთ საკითხავი779 ნახვა

—
დღეს ქორწილია დანიშნული, ჩემი ქორწილი,დამფოფინებენ დობილები, ყვავილებს კრეფენ,ერთად მეწვევა გაოცებაც, სევდაც ორწილი,მოვა და სადღაც გამაქროლებს ლამაზი ნეფე!ჩამაცვეს კაბა, თეთრი ფიფქით ამოქარგული,დამხურეს ფატა მოელვარე ციცაქალათი,და სიყვარულის მომლოდინე მღელვარე გულითდავტოვე ჩემი საყვარელი ციცქნა ქალაქი!გავსწიეთ ცისკენ, იყო გზები მაღალი, შორი,ხელებს მიწვდიდნენ სახემკაცრი ჭიუხ-ქარაფნი,ვიყავი სავსე სიამაყით, ლალით და ბროლით,როგორც დედოფალთ-დედოფალი მეფის ქარავნის!და, ჰა, გამოჩნდა მოკაზმული სახლი და ეზო,მუსიკის ხმაზე ნარნარებდნენ ნაძვები თეთრი,და მთვარეს სავსეს იდუმალს და დიდებულს ეგზომ,ჰქონდა ქათქათა ყელი და მკერდი!ღიმილი, ცრემლი, სიხარული, ღელვა და ქარი,გადაგვატარეს თავზე ელვარ ხანჯლების ჯვარი!და სიზმარ-ცხადში არეული ოქროსფერ ქნარითრძისფერ სახლისკენ მიმიძღოდა მეუფე _ ქმარი!იქ დაფარდაგულ-დაყართული დამხვდა ჩითები,და დაფარული დაეჭვება: ასეთი ციცქნა ოჯახის ქალად?და სევდის ხმაზე მოღუღუნე ჩემი ლექსებიმზითვად არავინ არ ჩამითვალა!ღიმილის ნაცვლად სახე ჩემი გაბრწყინდა ცრემლით!აღარც ვახსოვდი დიონისით პყრობილ მაყრიონს!და თუმც მეწყვილემ საიმედოდ ჩამჭიდა ხელი,მაინც მარტოკა მივეგებე მწუხრის დაფიონს!..იყო ნადიმი, თრობა ღვინით იქ ბევრეულით,ჭირხლი ეფარა მთათა ფერდობთ ვით თეთრი ფარა,კი ჰგავდა ქორწილს ის ქორწილი სიზმარეული,ნაოცნებარს კი არა და არა!

შაინიძე ჟუჟუნა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი