პოეზია · ლირიკა
მარიამხელა
მარიამხელა ჩვენს მთებში გავრცელებულიბალახია. მას უძველესი დროიდან იყენებდნენჭრილობების მოსაშუშებლად...დედისაგან
ამოიხვართქლე ჩემ მთის ფერდებზე,ღვთაებავ, კრძალულ ბაგით სათქმელო,მარიამხელა _ სისხლა ბალახო,სასწაულქმედო ღვთისშობლის ხელო.
შენს თითებიდან მზე შინდისფერი,გადმომჭვირვალებს ქრისტეს სისხლივით,შენ ყოვლადწმინდა დედის ხელივით,უწყი რა ცეცხლი მწვავდა მიწყივი.
ხვედრმიუგებელს, წრფელსა და ეულს,დღემდე მომყვება ბედი მდევარი,გადააფარე ჩემს დაჭრილ სხეულს,ღვთისსასწაულა ხელის მტევანი.
მარიამხელა! _ შინდა ყვავილო,ღია იარებს მოწვეთავს სისხლი,მიესალბუნე გატანჯულ მოდგმას,მას ისევ შენი მირონი იხსნის.
შენი მზიანი თითების წვენითმთლიანდებოდა გული ნახმლევი...რა იდუმალი ძალითაც გვშველი,ყველაფერს ამხელს შენი სახელი.
მარიამხელა! _ შენს საქართველოს,ვინ აღარა ფლეთს, ვინ აღარ ჩემობს,მოჰფინე ისევ შენი ნათელი,თბილი თითები შეახე, მხსნელო!