↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოჯახის მამა

შაინიძე ჟუჟუნა

2009-08-121 წთ საკითხავი779 ნახვა

—
გაჭაღარავდა ოჯახის მამა,ვაი, რა უდროოდ გაჭაღარავდა,დაპატარავდა ოჯახის მამა,შვილების თვალწინ დაპატარავდა.მძიმეა კაცის სევდა და დარდი,სულში ეს ლექსიც რა ცივად ბარდნის,გადის სახლიდან ოჯახის დედა,ზურგზე ვეება ცარიელ ჩანთით,ან გასატანი რა შეგვრჩა იქით!მოივლის ჰინდოს, მოივლის მისრეთს,მოუტანს ქმარ-შვილს ჭრელჭრულა ჭინჭებს...გაჭაღარავდა ოჯახის მამა.აუყვავილდა ხელებზე ფითრი,როდემდე, ნეტა, თქმა უნდა ამას _სრისოს ხელუქმი დღეების ზინთი...სხეულს ხომ უკვე ფარავს და ფარავს,ახლა შიგ სულში მოცოცავს ფითრი!გაჭაღარავდა ოჯახის მამა,ვაი, რა უდროოდ გაჭაღარავდა,დაპატარავდა ოჯახის მამა,და საქართველოც დაპატარავდა.

შაინიძე ჟუჟუნა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი