↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვათავისუფლებ

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2481 ნახვა

—
ვათავისუფლებ ოთხ სტრიქონზე ჯვარცმულ რითმებსდა მარცვლებდათვლილ სიტყვებს ლექსში ვათავისუფლებ!ვათავისუფლებ სიმღერაში დამწყვდეულ მტრედებს,შეყვარებულებს, ბავშვებს, დედებს, მიცვალებულებს!მხატვრის ფუნჯისგან ვათავისუფლებ ზღვის მორჩილტალღას,წელში მოხრილ ხეებს და ქარებს,ნატურმორტებს, პორტრეტებს, ფრესკებს...ჯოკონდას ღიმილს ვათავისუფლებ!წუთებს, საათებს, დღეს და ღამეს,დროს დროისაგან ვათავისუფლებ.ფოტოსურათზე გაყინულ მზერას, ბაგეებს, ხელებსვათავისუფლებ.დაე, წავიდნენ ხალიჩიდან, გობელენიდანთხები, ირმები, ყვავილები თავის ტყეებშიდა თვითონ ტყესაც ვათავისუფლებ პეიზაჟისჩარჩოებიდან.ვისაც ვუყვარვარ, ვისაც ვძულვარ და ვინც არ მიცნობს,რაც კი მინახავს, რასაც ვნახავ და რასაც ვერა,ვათავისუფლებ ყველაფერს, ყველას.ვათავისუფლებ ვიოლინოს, საღებავს, ფანქარს,სახლებს და ქუჩებს,ყველა საგანს და არასაგანს ვათავისუფლებ!ვათავისუფლებ დარაჯებს და არადარაჯებსდა მერე თვითონ თავისუფლებას ვათავისუფლებ!
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი