↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტისტი

აბუსელიძე როინ

2015-06-121 წთ საკითხავი21885 ნახვა

—
როგორც ეს წელი, ეს ქალაქი, ეს მარტიც მოხდა.შეხედე ცას და თვალებიდან ახალი ცა შვი,ვიდექით ერთად სიყვარულის აბსტრაქტულ ქოხთანდა შენს სხეულში წვიმასავით დაიწყო ბავშვი.
გაგვათბო წვიმამ, თითქოს ციდან წვეთავდა ღმერთი...და როგორ ჩარჩა ჩემს გონებას ყოველი სიტყვა,და როგორ მაშინ ვერაფერი ისეთი ვერ ვთქვით,რაც კი დუმილის საოცარი ინტიმით ითქვა.
დღეს ვიცი მთელი ქონებაა სიცოცხლე შენი,გფიქრობ და თითქოს დაფიქრებაც გამომდის ფრთხილადდა მაშინ ვხვდები - ორსულობა იმგვარად გშვენის,როგორც წითელი რიბირაბო აღდგომის დილას.
როგორც ეს წელი ეს ქალაქი, ეს მარტიც... გესმის -ვეღარ აუდის ჩვენს სიშორეს, დღეებს, მანძილებს,როდესაც ხელში გაგზავნილი გიჭირავს ლექსი,სწავლობ ზეპირად და შვილივით ხელში აძინებ,
რომ გავაღვიძო!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი