პოეზია · ლირიკა
აღვსდგები ისევ (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))
თქვენ ძალგიძთ წარსულს რომ მიმათვალოთყალბი წუხილით, უგულოდ, მყისვე;თქვენ ძალგიძთ ჭუჭყში გადამიძახოთ,მაგრამ მტვერივით,აღვსდგები ისევ.
ჩემი სიმკვეთრე გამწარებთ ასე?რატომ შეგიპყროთ დაღვრემილობამ?ნავთობივით რომ ვიჭრები გარეთთქვენ რად გაყენებთ ნეტა ჭრილობას?
როგორც მზე, ანდა როგორაც მთვარეაღარ რომ წყვეტენ დინებას წრისებრ,ვით იმედები ზეცას მიმწვდარი,აღვსდგები ისევ.
გინდათ მიხილოთ გადამსხვრეული?თავჩაღუნული დახრილი მზერით?მხრებჩამოყრილი, ცრემლების მსგავსად,დასუსტებული მოთქმით და კვნესით.
დიდსულოვნება მოქმედებს თქვენზე?აღარ ჩამითვლით საშინლად მძიმედ–სიცილს, რომ მიგავს ეზოს კუთხეშიოქროს საბადოს მფლობელს და მხილველს.
თქვენ შეგიძლიათ რომ სიტყვით დამჭრათმზერით დამტოვოთ დანადაგები,თქვენ შეგიძლიათ ზიზღით გამგმიროთ–მე – ჰაერივით,ისევ აღვსდგები.
ვნებიანობა გაწუხებთ ჩემი?გაოცებთ ისე კარგად რომ ვცეკვავ,თითქოსდა მქონდეს მარგალიტებიჩემს შეტყუპებულ მუხლისთავებთან?
ისტორიული ქოხმახიდან უმწეო კდემისაღვსდგები ისევწარსულისაგან ტანჯვაში რომ ჩაზრდია ფესვიაღვსდგები ისევვარ ოკეანე, მოღრიალე შავი და ვრცელიმოკაზმული და შემოსილი მიქცევ–მოქცევით.
მცხოვრები შიშში შეყუჟული ღამის საფარველსაღვსდგები ისევსაოცრად სუფთა ღამისა და დღის გასაყარზეაღვსდგები ისევმექნება ჯილდოდ წინაპართა ნიჭის ლებანი ,მე ვარ მონების იმედი და ნაოცნებარი.აღვსდგები ისევაღვსდგები ისევაღვსდგები ისევ.