↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

"კაცები" (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))

ანჯელოუ მაია

2026-07-181 წთ საკითხავი539 ნახვა

—
როცა პატარა ვიყავი, ხშირადფარდის მიღმიდან ვუმზერდი როგორდააბიჯებდნენ აღმა-დაღმა გზაზე კაცები.მთვრალი კაცები. ბერიკაცები.მდოგვივით მწარე ახალგაზრდები.შეხედეთ ერთი. კაცები მუდამსადღაც მიდიან.იციან მე რომ იქ ვარ. თხუთმეტიწლის და ვშიმშილობ მათი ყურებით.ჩემი ფანჯრის ქვეშ, ჩერდებიან,მხრებს იჩეჩავენ ქალიშვილებისძუძუებივით,ქურთუკის ბოლო ეტყაპუნებათუკან,კაცები.
ერთ მშვენიერ დღეს მოგიმწყვდევენხელის მტევნებში ნაზად, თითქოსდაუკანასკნელი თოთო კვერცხი იყო ამ ქვეყნად.შემდეგ მოგჭყლეტენ. როგორც პატარას. მშვენიერიაპირველი სრესა. ჩქარი ძლიერი.სასიამოვნოდ შემოჭრილი უმწეობაში. ცოტაც და მეტი.იწყება ტკენა. გამოგლეჯილიღიმილი შიშს რომ გარს გასტრიალებს. როცა ჰაერიუჩინარდება,თქვენი გონება ფეთქდება, სკდება მძვინვარედ, წყვეტით,სამზარეულოს ასანთის თავის მსგავსად. ჩაშლილი.ეს არის შენი წვენი რომელიცმის ფეხებს მოსდის. თხუპნის ფეხსაცმელს.როდესაც მიწა უბრუნდება საკუთარ წესრიგს,და ენა ცდილობს დაიბრუნოს გემოს შეგრძნება,როცა სხეული იხურება მიჯახუნებით. სამარადჟამოდ.ვერცერთი კლიტე ვეღარ გააღებს.
შემდეგ ფანჯარა იგმანებაგონების მიღმა. სწორედ იქ სადაც,ფარდა ირწევა და კაცები დააბიჯებენ.რაღაცის ცოდნა.გამგზავრება რაღაც ადგილას.მაგრამ მე ახლამხოლოდღა ვდგევარდა ვიმზირები.
ალბათ.
ანჯელოუ მაია

ანჯელოუ მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი