↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუსიკა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ფანჯრიდან მთვარის მოსჩანს გულმკერდი,სახეზე დამთრთის მკრთალი ნათელი,აჰა, გაისმა მუსიკა წყნარი,გრძნობის მხიბლავი, დამტკბობ-დამწველი.იზრდება ჰანგი, იზრდება სევდაც,ეჰ, გასკდი გულო და გადმოღვარე,რაც მარტოობით მოგროვილიაშენში გლოვა და ბალღამი მწარე!...სიყვარულს ვეძებ, ტრფობა მწყურია,მეგობარს ველი, ის კი არსად სჩანს,მაშ, რა გაალხობს ჩემს მწუხარებას,რა გაანელებს ჩემს ღრმა კაეშანს?კმარა მუსიკა! ეხლა ის გულსამწვდება, ვით შხამი, ვითა ნაღველი,იზრდება ჰანგი, იზრდება სევდაც,სულის მწამლველი, გულის მდაგველი...
1911
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი