↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუსიკა - უეცარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-132 წთ საკითხავი95267 ნახვა

—
ახალი ხმა შემოიჭრა, ვით ღრუბლიდან მთვარის შუქიდა ჰანგებად დაიღვარა, ვით სურნელი, ვით ქარბუქი.ღამის თრთოლვა იდუმალი გარინდებით ამ დროს სთვლემდადა ნაზი ხმა მის სივრცეში ლივლივებდა, ლივლივებდა!თითქო ორთქლად ეფრქვეოდა არემარეს ეს ცის ხმები,და სცურავდნენ ამ ლურჯ ორთქლში ვარსკვლავები, ყვავილები!მაგრამ ჰანგი გაიზარდა და თანდათან შეიცვალა,ახმაურდა მასში გრგვინვა და სტიქიის რაღაც ძალა,ამ დროს თვალწინ იშლებოდა ჯურღმულები და ხევები,იმედთა და რწმენის ზღვაზე მოცურავე ნამსხვრევები.ჰანგთ ნაკადში ინთქმებოდა კაცთა გული, კაცთა თვალი,იყო რაღაც საშინელი, იყო რაღაც იდუმალი,ტბათა ფსკერზე თითქო ელვის დაიკლაკნა ბილიკები,მაგრამ აჰა, სულ უეცრად შეიცვალა ისევ ხმები:ლაჟვარდოვან ტბის სარკეზე გასრიალდა ვერცხლის ნავი,ოდნავ დასწვდა წყალს ნიჩაბი, ვით ნიავი, ვით ნიავი...მთიდან ნისლი ჩამოცურდა, ნისლი ბნელი, ნისლი შავი,და გაშალა ტბის სივრცეზე თმა-გიშერი, თმა-ნაწნავი.და ისმენდა ამ სიმღერას, და ტოკავდა, როგორც ნავი,სანამ კვლავ არ შეიცვალა ჰანგთა ტალღა მომხიბლავი:ეხლა, თითქო, ღრუბელთ ზევით დაოცნებობს ფიქრი წყნარი,ცის ვარსკვლავებს აგროვებს და ზღვას სთავაზობს ნიავ-ქარი.მდუმარე ზღვის ლაღ სივრცეზე ნისლად იდგა ის სიმღერადა ტოკავდა ზღვის ქალწულთა მოხიბლული გულის ძგერა.მწველი იყო ის სიმღერა, ვით შუადღის ბრწყინვალება,სადაც გრძნობა გზას პოულობს, სადაც ცეცხლი იმალება.და ისმოდა ეს სიმღერა, და ღვივოდა თვით ამ ხმაშიდა ნარნარად იკაფავდა გზას უსაზღვრო ქვეყანაში,იკვალავდა გზას და თრთოდა უსაზღვრობის სიღრმე-წყლულში.იკვალავდა გზას და რეკდა გარინდებულ ცის ჯურღმულში.ერთხელ კიდევ ჰანგთ კამარა მიძინებულ ქვეყნის გულშიმიატარა, მოატარა და გაიბნა შორს, უფსკრულში!!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი