↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუსიკა (მსუბუქი ფრთებით)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
მსუბუქი ფრთებით ამოძრავდენ ჰანგთა ზვირთები,თვითონ ღმერთებიც ხომ მსუბუქი ფრთებით არიან;უსივრცობით და სივრცეებით მე ვიტვირთები,ვით სასწაული, უსხეულო დაჰქრის არია.
სერაფიმების სამოსელი თოვლის ფერია,თოვლის ფერია უსივრცობა და გაოცება -მხოლოდ არ არის უხილავში ის მატერია,რომლითაც მიწად ყველაფერი შეიმოსება.
ვხედავ, რომ მოსხლტა გარინდებულ თეატრს სვეტებიდა მსმენელთა წინ ლაჟვარდების გაფრინდა რიგი,გაფითრებული გაილანდენ სილუეტები,ისევ ვაგნერი, ბერლიოზი, მოცარტი, გრიგი.
ო, ზეციერო, ერთადერთო, მძლავრო მუზიკა,ო, უსხეულო! ეფემერულ ღრუბლით ნაგებიშენი ქარი, მწერვალი რომ გადაუზნიქაყველაფერს, რაც კი ახსნილია და გასაგები.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი