↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუზა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
შუაღამისას მუზა ფრენდა ცისა სივრცეზე,ვარსკვლავთ მანტია დახვეოდა ტიტველა მკერდზე,მთვარე თავს ხრიდა იმის ნარნარ, მწუხარე ხმებზე,სევდა-ნაღველი სრიალებდა მის ნაზს სახეზე.
მას თან მიჰყავდა ზეცისაკენ ობოლი სული,ქვეყნის სვე-ბედში, ქვეყნის მკერდზე დაობლებული;ყრმა მგოსნის სული, ჯერ ისევე გადუფურჩქვნელი,მოსწყდა ქვეყანას, როგორც ხის ტოტს ნაზი ფურცელი.
განთიადისას ვნახე მუზა შეწუხებული,როგორც აჩრდილი, როგორც ცისა ტკბილი სიზმარი,ყრმა მგოსნის ჩანგი ხელში ეპყრა აკვნესებულიდა არ იცოდა, ქვეყნად ვისთვის ეძღვნა ის ქნარი...
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი