↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მსახიობ ქალს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
როცა ფიქრებით დატყვევებულ-გარემოცულიმარტო ხარ, ობლად და გიტანჯავს სულს მწუხარება,როცა უცნაურ აღმაფრენით გიტოკავს გულიდა წარგიტაცებს საოცარი იდუმალება.
აწ, როცა სატრფოს გატაცებით ესაუბრები,ორთავეს გიწვევს განსაცხრომლად ტყე დაბურული,მისი სიტყვებით, მისი სუნთქვით უებრად ვტკბები,კვლავ საოცნებოდ აღტაცებით მიილტვის სული.
როცა ხარხარებ განუწყვეტლივ, ანდა ქვითინებ,როცა ბრბოს მეფედ, გვირგვინოსნად თავის თავს აცნობ,კერძო გულისთქმას, სულის კვნესას ვმარხავ, ვივიწყებ,მხოლოდ მას ვფიქრობ, რომ შენ მაშინ ურცხვად თვალთმაქცობ.
ოჰ, რარიგ მინდა მაშინ ძლევის დაგიდგა ძეგლი,გულწრფელ სიტყვებში გამოვხატო ეს გრძნობა მცირე:- ძეგლის ღირსი ხარ, რადგან სული უკანასკნელიშენს ერთ სიყვარულს, ხელოვნების ტაძარს შესწირე!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი