↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სანამ შორს იყავ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მე შენით ვქმნიდი განთიადის, ძლევის სიმღერას,შენით ვხატავდი ელვარებას უსაზღვრო ცისას,მწყურვალე გული შენში გრძნობდა აღელვებულისრულ ჰარმონიას ჭკუისას და სილამაზისას,
სანამ შორს იყავ. და როდესაც ახლო შეგხედე,სულ არ აღმოჩნდა შენში იგი მიმზიდველობა,აღარ არსებობს ეს ოცნება უკანასკნელი,არსებობს მხოლოდ სინამდვილით მოკლული გრძნობა.
თუმცა... ვიცოდი, მე წინადვე ვიცოდი ეგადა მაინც მსურდა იმ იდუმალ სახესთან დგომა,ამაოდ შექმნილ ციურ სულთან - მხურვალე ლოცვადა ქვეყნიურად შექმნილ კერპთან - მწარე შეცდომა.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი