↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი მიჯნური (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)

ფაროხზადი ფორუღ

2012-08-122 წთ საკითხავი1109 ნახვა

—
ჩემი მიჯნურიიმ უსირცხვილო, შიშველ სხეულითძლიერ კანჭებზესიკვდილივით წამოიმართა.
იმისი ურჩი ასოებისმოუსვენარი და ალმაცერიხაზებიმძლავრტანს მოჰყვებიან.ჩემი მიჯნური რომელიღაც დავიწყებულიდა ისტორიის მტვერწაყრილი ხალხის შვილია.თითქოს მის თვალთა კიდეებშიუცნობი მხედრის სათვალთვალოდ ზისსისხლისმსმელი ვინმე თათარი,თითქოს ბერბერი იმის კბილთაჯანსაღ კაშკაშშინანადირევის გასაგლეჯადთრთის და მზად არის.
ჩემს მიჯნურსძალაუნებური და პირდაპირიმნიშვნელობა თუ საზრისი აქვსბუნებასავითდა ჩემი ძლევითადასტურებსძალის კანონებს - ისველურივითშემზარავად თავისუფალი,ვით რომელიმე საღი ვნებაუკაცრიელი კუნძულის შიგნით,შეყვარებულის კარვის კალთებისნაფლეთებით იწმენდს მუდამფეხსაცმელზე აკრულ ქუჩის მტვერს.
ჩემი მიჯნური,როგორც ღმერთიუცხო ტაძარში,თითქოსდა მარტო იყო მუდამ დასაბამითვე,იგიკაცია გარდასული საუკუნიდანპირველყოფილი სილამაზის გამხსენებელი.
როგორც სურნელი ბავშვობისა,თავის სივრცეშიიგი უმანკო მოგონებებს გამოაღვიძებს.ის ტკბილხმოვანი სიმღერაა,ხალხური ჰანგი -პირთამდე სავსე სიშიშვლითა და სიუხეშით.
გულწრფელად უყვარს მასცხოვრების ნაწილაკები,მიწის მტვერი,კაცის ნაღველი,წმინდა წუხილი.
გულწრფელად უყვარს მასსირაჯხანის ბაღის ქუჩები,ერთი ხე, ერთი ნაყინის თასიდა ცაზე ავად დაკლაკნილიელვის ქუხილი.
ჩემი მიჯნურიუბრალოა და მარტივია,უბრალო კაცი,რომელიც მესაოცრებათა საშიშ მხარეშირაღაც საკვირველ რელიგიისუკანასკნელი სასწაულივითჩემი ბაყვების ბუჩქებს შორისჩუმად დავმალე.

ფაროხზადი ფორუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი