↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიწიერი სასწაულები (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)

ფაროხზადი ფორუღ

2012-08-123 წთ საკითხავი1110 ნახვა

—
იმ დროსმზე გაცივდადა მადლი მიწათა პირისაგან აღიგავა.
მდელოებზე ბალახები გადახმნენ.და ამის შემდეგმიწის წიაღი მკვდრებს აღარ იღებდა.ღამე ყველა ფერწასულ ფანჯარაშისაეჭვო წამოსახვასავითგამუდმებულად შფოთავდა და მძვინვარებდა.გზებმა თავიანთი სასრულისიბნელეს მიანებეს.
ამის მერე აღარავინ ფიქრობდა სიყვარულზე,ამის მერე აღარავინ ფიქრობდა დაპყრობაზედა ამის მერე აღარავინ აღარაფერზე ფიქრობდა.
სიმარტოვის ქვაბულებშიამაოება დაიბადა,სისხლი ბანგისა და ოპიუმის სუნით ყარდა.ორსულმა ქალებმაუთავო ბავშვები დაბადესდა შერცხვენილმა აკვნებმათავი სამარეებს შეაფარეს.რა მწარე და შავბნელი დღეები იდგა! -პურმა დაამარცხასამოციქულო მისიის საკვირველი ძალა:დამფრთხალი მოციქულებიღვთის აღთქმას გაექცნენდა გზაარეულმა კრავებმავრცელ ველ-მინდვრებშიმწყემსის ძახილი ვეღარ გაიგონეს.
სარკეთა თვალებშიმოძრაობები, ფერები და გამოსახულებებითითქოს უკუღმა ირეკლებოდნენდა მდაბალ მასხარაათუ ბინძურ მეძავთა თავს ზემოთწმინდა სხივოსანი ბაკმიაალებული ქოლგასავით იწვოდა.
ალკოჰოლის მორევი,მოწამლული, მჟავე კვამლით,ინტელიგენტების ინერტულ ბრბოსთავის სიღრმეში მიითრევდადააბეზარი თაგვები წიგნებისმოზარნიშებულ ფურცლებს ხრავდნენძველ განჯინებში.
მზე მკვდარი იყო,მზე მკვდარი იყოდა "ხვალეს" ბავშვების გონებაშიდაკარგული "გონგის"მნიშვნელობა ჰქონდა.
ისინი ამ ძველი სიტყვის მარტოობასმსხვილი შავი ლაქით გამოსახავდნენსუფთა წერის რვეულებში.
ადამიანები, დაცემული ადამიანები,გულმოკლულნი, მოშვებულნი და დაბნეულნი,თავიანთი ცხედრების წელშიგამწყვეტ ტვირთქვეშდაისიდან დაისამდემიდიოდნენ და ხელებში უსივდებოდათშეცოდების ტკივილიანი სურვილი.
ზოგჯერ ნაპერწკალი, რაღაც უმნიშვნელო ნაპერწკალიამ მდუმარე და უსულო ჯამაათსმოულოდნელად ანგრევდა შიგნიდანდა ერთმანეთს ეცემოდნენ:კაცები ერთურთს ყელს ჭრიდნენ დანებითდა უწლოვან გოგონებთან წვებოდნენსისხლიან ლოგინებში.
ისინი იძირებოდნენ საკუთარ ველურობაშიდა ცოდვილად ყოფნის საშიში შეგრძნებაასახიჩრებდა მათ ბრმა და ყრუ სულებს,მუდამ სიკვდილის დასჯის ცერემონიალზე,როცა ჯალათი მესახრჩობელემსჯავრდებულის დაძაბულ თვალებსგუგებიდან ყრიდა გარეთ ძალდატანებით,ისინი თავიანთ თავში იძირებოდნენდა ვნებიანი წარმოსახვა უკანკალებდათჩამომჭკნარ და გადაღლილ ძარღვებს.
მაგრამ ყოველთვის მოედანთა კიდეებზეიმ პატარა სულიერთაც ხედავდი,რომლებიც იდგნენ დათვალი შადრევანთა განუწყვეტელი ფრქვევისათვის გაეშტერებინათ.
შესაძლოა, ჯერ კიდევგასრესილ თვალებს მიღმა,გამყინვარების სიღრმეშიდარჩენილიყო რაღაც ნახევრადცოცხალი, ფუსფუსა,რომელიც უნიათოდ ცდილობდაერწმუნა წყალთა ხმის სიწმინდისა.
შესაძლოა, მაგრამ რა უსასრულო სიცარიელეგამეფებულიყო:მზე მომკვდარიყო დაარავინ იცოდა, რომგულებიდან აფრენილ მწუხარე მტრედსრწმენა ერქვა.
ო, პატიმრის ხმავ, შენი იასამნის უეცარი გაფურჩქვნანუთუ ამ საძულველ ღამესვერცერთ მხარეს ვერ ჩამოფხრეწს ნიღაბს -სინათლისაკენო, პატიმრის ხმავ,ხმათა შორის საბოლოო ხმაო.

ფაროხზადი ფორუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი