პოეზია · ლირიკა
მე ბაღზე ვწუხვარ (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
არავინ ფიქრობს ყვავილებზე,არავინ ფიქრობს თევზებზე,არავის უნდა დაიჯეროს, რომ ბაღი კვდება;რომ ბაღის გული უნუგეშოდ წყლულდება მზის ქვეშ;რომ ბაღის გონი თანდათანობით ცარიელდება სიმწვანის ხსოვნისგანდა ბაღის გრძნობა ბაღის მარტოობაში გახრწნილ უსაგნოაბსტრაქციას დაემსგავსა.მარტოა ჩვენი სახლის ეზო,ჩვენი სახლის ეზო,ერთი უცნობი ღრუბლის გაწვიმების მოლოდინში, უხმოდამთქნარებსცარიელია აუზი ჩვენი სახლის შუაგულში2.პატარა, მიამიტი ვარსკვლავებიხეთა სიმაღლიდან მიწაზე ცვივიანდა თევზების სახლის ფერდაკარგული სარკმლების იქიდანღამღამობით ხველების ხმა ისმის.მარტოა, მარტო ჩვენი ეზო.
მამა ამბობს:"მე უკვე არ მეხება,მე უკვე არ მეხება,მე ჩემი ლელოც გატანილი მაქვს,და სამკალიც მომკილი" -და თავის ოთახში დილიდან დაისამდეან "შაჰნამეს"3 კითხულობსან "ნასეხ ოთ-თავარიხს"4.მამა ეუბნება დედას:"ღმერთმა დასწყევლოს, რაც ქვეყანაზე თევზი და ჩიტია,როცა მოვკვდები,რაღა აზრი აქვს, ბაღი და წალკოტი იქნება თუ არა,ჩემთვის საკმარისია, კუთვნილ პენსიას დროულად ვიღებდე!"
დედაჩემი კი, მთელი ცხოვრება,ხალიჩაა - ჯოჯოხეთის საშინელებისზღურბლთან დაფენილი.დედაჩემი ყველაფრის ფსკერზემუდამ ცოდვის ნაფეხურს ეძიებსდა ჰგონია, რომ ბაღირომელიმე მცენარის შეცოდებით არის შებილწული.დედაჩემი მთელი დღე ლოცულობსდედაჩემი ბუნებრივი, ალალი ცოდვილია.და კვდება ყველა ყვავილისთვის,კვდება ყველა თევზისთვის,კვდება თავისი თავისთვისდედაჩემი გამოცხადებას ელოდებადა წყალობას, რომელიც ცით უნდა მოევლინოს.ჩემი ძმა ბაღს სასაფლაოს ეძახის.ჩემი ძმა ბალახის ცახცახზე იცინის.და გულგრილად ითვლისმკვდარ თევზებს,წყლის დაავადებულ კანქვეშ რომ იხრწნებიან.ხოლო თვითონ ფილოსოფიითაა დაავადებული,ჩემი ძმა ბაღის განკურნებასბაღის განადგურებაში ხედავს,ის თვრება,მუშტებს უბრახუნებს კედლებს და კარებსდა ცდილობს თქვას, რომძალიან დაღლილია, ნაღვლიანი და სასოწარკვეთილი.ის თავის უიმედობასპასპორტივით, კალენდარივით, ცხვირსახოცივით,სანთებელასავით და კალმისტარივითყველგან თან დაატარებსდა მისი უიმედობა ისე პატარაა,რომ ყოველღამ იკარგებარესტორნის სივიწროვეში.ხოლო ჩემი და, რომელიც ყვავილების მეგობარი იყოდა ყვავილთა მდუმარე და გულკეთილ კრებულსუყვებოდა ხოლმე თავის მარტივ გულისწუხილს,როცა დედაჩემი სცემდა;ხანდახან კი თევზების ოჯახსმზითა და ტკბილეულით უმასპინძლდებოდა,ქალაქის მეორე მხარეს ცხოვრობს;ის თავის ხელოვნურ სახლში,ხელოვნურ თევზებთანთავისი ქმრის ხელოვნური სიყვარულის თავშესაფარში,ვაშლის ხელოვნური ხეების ტოტებქვეშხელოვნურ სიმღერებსა მღერისდა ბუნებრივ ბავშვებს აკეთებს.იგი ყოველთვის, როცა კი ჩვენს სანახავად მოდისდა კაბის კალთის კიდეებიბაღის სიღარიბითა და მიუსაფრობით ებღალება,ოდეკოლონის აბაზანას იღებს;იგიყოველთვის, როცა კი ჩვენს სანახავად მოდის,ფეხმძიმედაამარტოა ჩვენი ეზო,მარტოა ჩვენი ეზო.მთელი დღე, კარს იქიდანფხრეწის ხმა მოისმისდა აფეთქების ხმა, -ჩვენი მეზობლები ხომ თავიანთ ბაღებშიყვავილების ნაცვლად, ნაღმებსა და ავტომატებს თესავენ.ჩვენი მეზობლები თავიანთ მოპირკეთებულ აუზებსსარქველს ახურავენდა მათი მოპირკეთებული აუზები თავიანთი სურვილის მიუხედავადსაფანტის საიდუმლო საწყობები ხდებიან;ჩვენი ქუჩის ბავშვებს სასკოლო ჩანთებიპაწაწინა ნაღმებით აუვსიათ.ჩვენი სახლის ეზო შეშლილია.
მე იმ დროიდან, რაც გულმა თავი დაკარგა,მეშინია:მეშინია ამდენი ხელის ამაოებისა,მეშინია ამდენი სახის უცხოობის წარმოდგენისა.მე იმ მოწაფესავით მარტო ვარ,რომელსაც გიჟივით უყვარს თავისი გეომეტრიის გაკვეთილი.და მგონია, რომ შეიძლება ბაღის საავადმყოფოში წაყვანა.მგონიამგონიამგონიაბაღის გული კი, დაწყლულებულია მზის ქვეშდა ბაღის მეხსიერება ნელ-ნელა ცარიელდება სიმწვანის ხსოვნისაგან.